fbpx

საშვილოსნოს მიომა

innoteam ფარმაცევტული კომპანიასაშვილოსნოს მიომაზე, ამ დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებსა და შესაძლო დამახასიათებელ სიმპტომებზე, მისი მართვის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება გინეკოლოგიური კლინიკა”გინამედის” დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი, მეან-გინეკოლოგი არჩილ თედელური.

1. რას წარმოადგენს მიომური კვანძი და კიდევ რა სახელწოდებით მოიხსენიებენ მას მედიცინაში?

მიომა კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ხშირად შეხვდებით ფიბრომიომის ან ლეიომიომის სახელით. ლეიომიომა მხოლოდ გლუვკუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. როდესაც კუნთოვანი ქსოვილისა და შემაერთებელი ქსოვილის თანაფარდობა შეადგენს 1:3-ს, ამ შემთხვევაში სიმსივნე იწოდება ფიბრომიომად.მიომატოზური კვანძი, თავის მხრივ, წარმოადგენს ქაოტურად გადახლართულ გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისაგან შექმნილ გორგალს.კვანძების განლაგების მიხედვით, მიომა შეიძლება იყოს – საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე (სუბსეროზული), საშვილოსნოს კედელში (ინტერსტიციული), საშვილოსნოს ღრუში (სუბმიკოზური), საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური), ან  შერეული ლოკალიზაციის. კვანძის ზომა შეიძლება ვარირებდეს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე.აქვე უნდა აღინიშნოს, ყველაზე დიდი კვანძი, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაშია აღწერილი 63 კგ-ს იწონის.

2. როგორ შეიძლება მიხვდეს ქალი, რომ მას აქვს მიომა?

ქალების 60-65%-ში საშვილოსნოს მიომა მიმდინარეობს კლინიკური გამოვლინების გარეშე, აბსოლუტურად უსიმპტომოდ. ხშირ შემთხვევაში, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს ხდება მიომის დიაგნოსტირება.რაც შეეხება სიმპტომურ მიომას, სიმპტომები მრავალფეროვანია და გარკვეულწილად დამოკიდებულია კვანძის ლოკალიზაციასა და ზომაზე.ძირითადი სიმპტომებია:
  • პათოლოგიური სისხლდენა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ანემიას;
  • ტკივილი მენჯის ღრუში;
  • გახშირებული შარდვა;
  • ყაბზობა და გაძნელებული დეფეკაცია;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • ანორგაზმია;
  • უნაყოფობა;
საშვილოსნოს მიომის დროს ჩასახვის პროცესი გაძნელებულია. მიომა აწვება საშვილოსნოს მილებს, რაც აფერხებს სპერმატოზოიდების გადაადგილებას.
  • თვითნებური აბორტები;
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, საშვილოსნოს კუმშვადობის მომატებისა და საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, იზრდება თვითნებური აბორტის რისკი. მეორე და განსაკუთრებით, მესამე ტრიმესტრში ნაადრევი მშობიარობის საფრთხის წინაშე ვდგებით. ნაყოფის ზრდასთან ერთად, საშვილოსნოში თავისუფალი ადგილი მცირდება, საშვილოსნოს კუმშვადობა იმატებს და რაც უფრო დიდი ზომის არის მიომური კვანძი, მით მაღალია ნაადრევი მშობიარობის ალბათობა.ორსულობის დროს, განსაკუთრებით საყურადღებოა მიომის ზომები. დიდი ზომის კვანძი, ან კვანძები აფერხებს ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესს.

3. საინტერესოა, იმყოფება თუ არა, ყველა ქალი მიომის განვითარების თანაბარი რისკის ქვეშ?

ცხადია, არა. საშვილოსნოს მიომის განვითარების რისკი იზრდება ქალების მხოლოდ იმ პროცენტში, რომლებსაც აქვთ ხელშემწყობი ფაქტორების მაღალი მაჩვენებელი.

4. შესაძლებელია, თუ არა იმ ფაქტორების გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს მიომის განვითარებას?

რისკ-ფაქტორებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ადენომიოზი;
  • სასქესო ოგანოების ანთებითი დაავადებები;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
  • ჭარბი წონა;
  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება;
  • ხშირი აბორტები;
  • D ვიტამინის დეფიციტი (უახლესი კვლევების თანახმად).

5. რას უნდა აკმაყოფილებდეს მიომის სამკურნალო იდეალური საშუალება და თუ გვაქვს ამ მიმართულებით რაიმე სიახლე მედიცინაში?

არსებობს მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კვანძის ლოკალიზაციაზე, ზომაზე, ასევე თანხმლებ გინეკოლოგიურ თუ სისტემურ დაავადებებზე.მიომური კვანძების მკურნალობაში მნიშვნელოვანია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელთაც გააჩნიათ ანტიპროლიფერაციული, პროაპოპტოზური და ჰორმონალური ბალანსის აღმდგენი მოქმედება.კონსერვატიული მკურნალობის მიზანია კვანძის ზრდის შეფერხება. ამ დროს უპირატესად გამოიყენება ჰორმონული პრეპარატები – პროგესტერონის სინთეზური ანალოგები, ასევე ეგრეთ წოდებული გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები და ანტიპროგესტერონები.უახლესი კვლევების თანახმად, აქტუალური გახდა მიომური კვანძების მკურნალობაში D ვიტამინის გამოყენება. ვინაიდან კვლევებმა აჩვენა, რომ ამ დროს მიომის ლოკალიზაციის არეში უჯრედები განიცდიან D ვიტამინის დეფიციტს.ჩემს საექიმო პრაქტიკაში, კომპლექსური მკურნალობის დროს აქტიურად ვიყენებ D ვიტამინის, ეპიგალოკატეხინის გალატისა (EGCG) და ვიტამინ B6-ის შემცველ საკვებ დანამატს, კერძოდ დელფისს (DELPHYS).EGCG წარმოადგენს მწვანე ჩაისგან მოპოვებულ კატეხინებს. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ საშვილოსნოს მიომის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს EGCG არანაკლებ 4 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა სიმსივნის მოცულობა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა EGCG-ის ანტიოქსიდანტური და ანტიპროლიფერაციული თვისებები, როგორიცაა უჯრედების მაქსიმალური დაცვა თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან და სხვა ნეოპლაზიური პროცესების გავრცელებისაგან. ამგვარად, პრეპარატი დელფისი აფერხებს კვანძის ზრდის პროცესს და გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

დელფისი – D ვიტამინის, ეპიგალოკატეხინის გალატის (EGCG) და ვიტამინ B6-ის შემცველი საკვები დანამატი.

თემასთან დაკავშირებული ბლოგები: