fbpx

გამოწვევები

 

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით (PCOS)

გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
 
innoteam ფარმაცევტული კომპანია

რა კავშირია საკვერცხეების პოლიკისტოზსა და უნაყოფობას შორის?

რამდენად ხშირია უნაყოფობა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში?

რა ძირითადი სიმპტომები არის დამახასიათებელი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის?

როგორ ხდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს მკურნალობის ტაქტიკის არჩევა?

რას გვეტყვით საკვერცხეების პოლიკისტოზით გამოწვეულიუნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე?

 

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით (PCOS) გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები – გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, იმუნოლოგიური უნაყოფობის სამეცნიერო-კვლევითი რეპროდუქციული ცენტრის ,,უნივერსი”-ს ექიმი ენდოკრინოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მეან გინეკოლოგი ანი ჯინჯიხაძე

1. რა კავშირია საკვერცხეების პოლიკისტოზსა და უნაყოფობას შორის?

საკვერცხეების პოლიკისტოზი არის მულტიფაქტორული დაავადება, რომელიც წარმოადგენს არა ერთ ნოზოლოგიურ ერთეულს, არამედ იგი სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევების შედეგია. ენდოკინული დარღვევების დროს ადგილი აქვს ანოვულატორულ ციკლს, ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, არ ხდება დომინანტური ფოლეკულების განვითარება და საკვერცხეებში ჩნდება მრავლობითი ატრეზიული ფოლეკულები, საკვერცხის კაფსულა სქელდება (არის სადაფისფერი სქელი კაფსულა), რომლის დარღვევაც უჭირს ფოლიკულს და ხდება მათი ჩალაგება საკვერცხის სტრომაში ატრეზირებული ფოლიკულების სახით, რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ საკვერცხეების პოლიცისტოზურ გადაგვარებამდე.

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ქალის უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზია. საკვერცხეების პოლიკისტოზს პირდაპირი კავშირი აქვს უნაყოფობასთან ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის ანოვულატორული ციკლი და არ ხდება დომინანტური ფოლიკულის წარმოქმნა. თუმცა, საკვერცხეების პოლიცისტოზის დროს იშვიათად, მაგრამ მაინც ქალს შეიძლება ჰქონდეს სპონტანური ოვულაცია და მოხდეს ორსულობის დადგომა.

2. რამდენად ხშირია უნაყოფობა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა რეპროდუქციულ დაავადებათა შორის. საქართველოში მისი სიხშირე საკმაოდ დიდია. იგი გვხვდება რეპროდუქციული ასაკის უშვილო ქალების 15-20%-ში. ანოვულატორული ციკლის მქონე უშვილო ქალების 70-73%-ში, ხოლო ჰირსუტიზმის და აკნეს პრობლებით თითქმის 85%-ში.

3. რა ძირითადი სიმპტომები არის დამახასიათებელი ოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ძირითადი სიმპტომებია:

  • დარღვეული მენსტრუალური ციკლი;
  • ანოვულაცია;
  • სიმსუქნე;
  • ჰიპერანდროგენემია ჰირსუტიზმით და აკნე (შეიძლება იყოს შეიძლება არა);
  • ინსულინრეზისტენტობა.

ექოსკოპიურად საკვერცხეები გადიდებულია, მასში აღინიშნება მრავლობითი ცისტური ჩანართები (14-16-ზე მეტი).

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, სიმპტომები

4. როგორ ხდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს მკურნალობის ტაქტიკის არჩევა?

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია: პაციენტის ასაკზე, ჩივილებზე, რეპროდუქციულ გეგმებზე. როგორც ყველა დაავადების მკურნალობის დროს, საჭიროა გამომწვევი მიზეზების დადგენა. ასევე საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს, ჰორმონალური სტატუსის შეფასების შემდგომ, საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმა, რათა შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა, რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ ოვულაციის აღდგენამდე და შესაბამისად, დაორსულებამდე. უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ ქირურგიულ მკურნალობას.

5. რას გვეტყვით საკვერცხეების პოლიკისტოზით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე?

რაც შეეხება საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობის მეთოდებს, ადრე ძირითადად მთავარ მეთოდს წარმოადგენდა კოკების გამოყენება და ქირურგიული მკურნალობა. ბოლო პერიოდში იმის გათვალისწინებით, რომ უფრო დიდი ყურადღება ექცევა პოლიკისტოზის გამომწვევი მექანიზმის შესწავლას, თუ რომელი ენდოკრინული ორგანოს დარღვევით არის გამოწვეული ანოვულატორული ციკლი, ძირითადი მკურნალობის მეთოდი არის მედიკამენტური თერაპია, უკიდურეს შემთხვევაში (უფრო შორს წასულ შემთხვევებში) მივმართავთ ქირურგიულ მკურნალობას.

ბოლო პერიოდში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს შორის დიდი ადგილი უჭირავს ინოზიტოლებს, კერძოდ, მიო- და D-ქირო ინოზიტოლებს. ეს ნივთიერებები ორგანიზმში აწესრიგებს ჰორმონალურ და ენდოკრინულ პარამეტრებს და შესაბამისად, აუმჯობესებს შვილოსნობის ფუნქციას.

საქართველოს ბაზარზე, უკვე მრავალი წელია არსებობს ინოზიტოლის შემცველი იტალიური ბრენდული პრეპარატები ინოფოლიკი HP-სა და ინოფოლიკ კომბი HP-ის სახელწოდებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრეპარატებს შემადგენლობაში დამატებული აქვს პრებიოტიკი ალფა-ლაქტალბუმინი, რომელიც ნაწლავური ფლორის გაუმჯობესებით ხელს უწყობს ნივთიერებების სრულ შეწოვას და შესაბამისად, მაქსიმალური შედეგის მიღებას.

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებისათვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა…

innoteam ფარმაცევტული კომპანია