fbpx

წონა და ორსულობა

innoteam ფარმაცევტული კომპანიაისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, როგორიცაა წონა და ორსულობა, გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ტყეშელაშვილი.

1. ბატონო ბესო, რამდენად მნიშვნელოვანია ორსულისთვის სხეულის წონის ნამატი?

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია მის ორგანიზმში ნაყოფის ზრდა-განვითარებასთან. მასთან დაკავშირებით დედის ორგანიზმში ვითარდება მთელი რიგი ცვლილებები ყველა ორგანოთა სისტემაში, რაც შესაძლებელს ხდის 9 თვის ბოლოს მიღწეულ იქნას ჯანმრთელი ახალშობილის მოვლინება. იმავდროულად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის შენარჩუნებაც, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკერი სხეულის წონაა. ორსულობის დროს დედის წონის მატება აუცილებელია, თუმცა, აღნიშნულზე დაკვირვების დროს რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1) დედის საწყისი წონა, 2) ორსულობის ვადა, 3) ნაყოფის რაოდენობა. დღეს აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ლიტერატურა კომპეტენტური საინფორმაციო წყაროებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ ორსულობის რომელ ეტაპზე საშუალოდ რამდენი კილოგრამი უნდა მოიმატოს ორსულმა ერთ თუ მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 4 ფაქტორისა, ისეთი დეტალების მხედველობაში მიღება, როგორიცაა: ორსულის კვებითი ქცევისა (საკვების მიღების სიხშირე, საუზმის ქონა-არქონა, ბოლო კვების დრო) და რაციონის (ცხოველური ცილების, რაფინირებული პროდუქტების, ტკბილეულის წილობრივი განაწილება), აგრეთვე ძილ-ღვიძილის თავისებურებები (გაღვიძებისა და დაძინების დრო, თავად ძილის პროცესის მახასიათებლები-დარღვევები). სასურველია, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა და საჭიროების შემთხვევაში კორექცია მოხდეს ორსულობამდე, ე.წ. მოსამზადებელ ეტაპზე, რათა ორსულობა დაიწყოს უკვე ენერგეტიკულად და პლასტიკურად მომზადებულმა ორგანიზმმა.

2. იმ შემთხვევაში თუ ორსული არის ჭარბი წონის, ესაჭიროება თუ არა მას განსაკუთრებული მიდგომა?

დედისა და ნაყოფისათვის პრობლემებს ქმნის დედის მიერ წონის როგორც გადამეტებული, ისე არასაკმარისი მატება. საზოგადოებაში მომატებული ყურადღება პირველ მათგანს ეთმობა, ხოლო მეორის შემთხვევაში არაადეკვატურია სიხარული, რაც პირველ რიგში ექიმის მხრიდან განსაკუთრებული რეაქციის აუცილებლობას საჭიროებს კვებისა და ძილის რეჟიმებთან დაკავშირებით. ამ ორი კომპონენტის ერთ პრობლემასთან ასოცირება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევა მათი ჰარმონიული (ფიზიოლოგიური) შერწყმის გარეშე წარმოუდგენელია. ექიმთან პირველსავე ვიზიტზე გასაგები უნდა გახდეს ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დამოკიდებულება ორივე მხრიდან. ორსულის სხეულის ანატომიური თავისებურებები, ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობა (ვიზუალურად) და განლაგება, ანამნეზური მონაცემები წონის კორექციასთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით, ფიზიკური აქტივობის შესახებ თავიდანვე უნდა გახდეს სათანადო ღონისძიებების დაგეგმვის, აგრეთვე უსაფრთხო სამედიცინო და ქცევითი ჩარევების საფუძველი. ჭარბწონიან და მსუქან ორსულებს, აგრეთვე, ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონეთ, სწორი კვებითი, ძილისა და ფიზიკური აქტივობის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია ერთნაირი ტიპის დარღვევები განუვითარდეთ სხვადასხვა დროისა და ხარისხის ვარიაციებით. თუმცა, სიმსუქნის (ჭარბი წონის ) შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს ექიმის მოთხოვნაც და კონტროლიც რეკომენდაციების შესრულებაზე, თანაც პირველივე ვიზიტიდან დაწყებული.

3. რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ჭარბი წონა როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის?

წონის პათოლოგიური მატება ორსულობის დროს დედასაც და შვილსაც უამრავ განსაცდელს უქმნის: ეს შეეხება ნაყოფის ზრდას, განვითარების ანომალიებს, ნაადრევ მშობიარობასა და ნაყოფის უმწიფრობას, ან პირიქით დიდი და გიგანტი ნაყოფის განვითარებას მისი შესაძლო ტრავმირებით მშობიარობის დროს. დადგენილია ორსულის სიმსუქნის (წონის პათოლოგიური მატების) კავშირი როგორც დედის, ისე შვილის დიაბეტის განვითარებაში. არის გარკვეული მონაცემები აუტიზმის განვითარებასთან დაკავშირებითაც. ორსულს არანაკლები ხიფათი ელოდება: არტერიული წნევის მატება, პრეეკლამფსია, ორსულთა დიაბეტი, სამშობიარო მოქმედების არაეფექტურობა, საკეისრო კვეთის, მაშებისა და ვაკუუმის, დედის ტრავმატიზმის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები და სხვა. გამოდის, რომ აღნიშნულ პრობლემასთან ასოცირდება დედისა და ახალშობილის უამრავი სამედიცინო და მოგვიანებით სოციალური პრობლემებიც კი, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია გოგონების ზრდა-განვითარების საწყისი ეტაპებიდან (რაც ძალიან ეფექტური და შედეგიანია!!!!) თუ არა, ორსულობის დაგეგმვის პროგრამაში სწორი აქცენტების გაკეთებით, პირველ რიგში კვებითი რეკომენდაციების, ძილის ჰიგიენის წესების დაცვისა და ქალის ფიზიოლოგიისათვის შესაბამისი ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით.

4. ბატონო ბესო, შესაძლებელია თუ არა, ორსულში ჭარბის წონის მატების საპროფილაქტიკოდ გამოყენებულ იქნას რაიმე პრეპარატი?

რაც შეეხება მედიკამენტურ ჩარევებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელთაც მხოლოდ გამოცდილი ექიმი განსაზღვრავს, მიზანშეწონილია ქიმიო და ჰორმონული პრეპარატების ალტერნატიული ბიოაქტიური ნივთიერებების გამოყენება. ცნობილია და დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოში აღიარებული ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა: მიო-ინოზიტოლი, ალფა ლიპოის მჟავა, ქრომი და სხვა, როგორც კომბინაციებში, ისე იზოლირებულად. თუმცა, აქაც კომპეტენტური რეკომენდაციებია საჭირო და რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება აჩქარება და მყარი შედეგის მიღწევა აუცილებლად მოხდება.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

ინოფოლიკი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, ალფა-ლაქტალბუმინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.