fbpx

ხარისხიანი კვერცხუჯრედის როლი ინვიტრო განაყოფიერების წარმატებით დასრულებაში

innoteam ფარმაცევტული კომპანიაინ ვიტრო განაყოფიერებაზე, მის ძირითად ეტაპებსა და წარმატებით განსახორციელებლად საჭირო ფაქტორებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო იმერლიშვილი.

 1. რას ნიშნავს ინ ვიტრო განაყოფიერება და რა ძირითად ეტაპებს მოიცავს?

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი გულისხმობს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმას ორგანიზმის გარეთ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.

ინ ვიტრო განაყოფიერება, თავის მხრივ, მოიცავს ეტაპებს:

1. ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადება

2. საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია

3. ფოლიკულების ასპირაცია

4. განაყოფიერება (ICSI)

5. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კულტივაცია

6. ემბრიონის ტრანსფერი (ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში)

2. რა არის მნიშვნელოვანი საწყის ეტაპზე და როდის შეიძლება ითქვას, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება წარმატებით დასრულდა?

საწყის ეტაპზე, ხდება პაციენტის მომზადება. ეს პერიოდი გულისხმობს სრულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევას და უპირველეს ყოვლისა, ფასდება საკვერცხის ფოლიკულური რეზერვი (ასაკი, ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა, FSH; AMH) და სპერმის მორფოლოგიური პარამეტრების შეფასება.

ინ ვიტრო განაყოფიერების მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია კვერცხუჯრედის და სპერმის ხარისხზე, შესაბამისად, ემბრიონის ხარისხზე და ასევე ენდომეტრიუმის მონაცემებზე.

ემბრიო ტრანსფერიდან, ანუ ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანიდან დაახლოებით 10დღის შემდეგ, სისსხლში ორსულობის მარკერის- ბეტა ქორიონულ გონადოტროპინის განსაზღვრით, ხდება სასურველი ორსულობის დადგენა.

3. როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ კვერცხუჯრედის ხარისხი და შესაბამისად, ინ ვიტრო განაყოფიერების მაჩვენებელი?

პრე ინვიტრო მომზადების პერიოდში მკურნალობა მიმართულია კვერცხუჯრედის ხარისხის და ასევე სპერმის მორფოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესებაზე.

სამედიცინო ბაზარზე არსებობს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მედიკამენტების – ინოზიტოლები, რომელთაგან მნიშვნელოვანია მიო-ინოზიტოლი და დ-ქირო ინოზიტოლი.

მიო-ინოზიტოლი ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას და FSH-ის მოქმედებას, გარდა ამისა, მიო-ინოზიტოლი აუმჯობესებს კვერცხუჯრედის  ხარისხს, აღადგენს ოვულატორულ ციკლს. მიო-ინოზიტოლის და დ-ქირო-ინოზიტოლის კომბინაცია წარმოადგენს მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს 2 მოლეკულა, თანაფარდობით 40:1, აუმჯობესებს ენდოკრინულ პარამეტრებს, აქვეითებს მამაკაცის ჰორმონების დონეს სისხლში და აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს. პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებამდე პაციენტის მომზადების პროცესში, რათა მოხდეს ხარისხიანი კვერცხუჯრედის მიღება და თავიდან ავიცილოთ წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგი.

სწორედ ამ ნივთიერებების კომბინაციას წარმოადგენს იტალიური ბრენდული პრეპარატები – ინოფოლიკი HP  და ინოფოლიკი კომბი  HP, რომლის ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

4. თქვენი პრაქტიკიდან ხომ ვერ გაიხსენებდით რომელიმე შემთხვევას?

გაგიზიარებთ ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც კლინიკას მომართა 33 წლის პაციენტმა, ჩივილით: პირველადი უნაყოფობა 5 წელი, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბი წონა. კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დიაგნოსტირებული იქნა პაციენტი, რომელსაც დაესვა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი. დაიგეგმა კომპლექსური მკურნალობა ენდოკრინოლოგთან ერთად, რომელიც მიზანმიმართული იყო პირველ ეტაპზე  წონის კლების, მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებისა და მენსტრუალური ციკლის აღდგენისკენ. კომპლექსურ მკურნალობაში გამოყენებული იყო მიო-ინოზიტოლების ჯგუფის პრეპარატები და მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ მოხერხდა წონის კორექცია, მეტაბოლური დარღვევების აღდგენა, ასევე აღდგა ოვულატორული ციკლი და საბოლოოდ მიღწეულ იქნა, რომ მიღებული ხარისხიანი კვერცხუჯრედიდან განხორციელდა ინ ვიტრო განაყოფიერება, რაც დასრულდა წარმატებით და დადგა ნანატრი ორსულობაც.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

innoteam ფარმაცევტული კომპანია

ინოფოლიკი კომბი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, D-ქირო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.

ინოფოლიკი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, ალფა-ლაქტალბუმინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.