თიროქსილი 4.0
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (600 მგ) და სელენი (83 მკგ).
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
თიროქსილი 4.0 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლსა და სელენს, განკუთვნილია საკვებიდან მათი შემცირებული მიღების ან გაძლიერებული ხარჯვის შემთხვევაში. იგი სპეციალურად განკუთვნილია მსუბუქი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც პრეპარატებით მკურნალობა ჯერ კიდევ არ იწყება.
რა არის მიო-ინოზიტოლისა და სელენის ფიზიოლოგიური ფუნქცია?
სელენი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ლიტერატურული მონაცემები აჩვენებს, რომ სელენი სელენოპროტეინის კოფაქტორია, ჩართულია თიროიდულ ჰომეოსტაზში, იმუნური სისტემის მოდულაციაში, ჰორმონალურ ბალანსში, უჯრედის დაცვაში. სელენის დეფიციტი შეიძლება გახდეს თიროიდული დაავადების მიზეზი.
მიო-ინოზიტოლი არის უჯრედის ფოსფოლიპიდების შემადგენელი ნაწილი და მისი მთავარი ბიოლოგიური როლი არის ის, რომ მონაწილეობს მრავალი ჰორმონის სიგნალის გადაცემაში. მაგ: ინსულინი, FSH და TSH. ფარისებრ ჯირკვალში მიო-ინოზიტოლი ჩართულია TSH-ით ინდუცირებულ იოდის ორგანიფიკაციაში.
გამოყენების რეკომენდაცია: პოპულაციის მიმოხილვამ (წყარო-NHANES III) აჩვენა, რომ TSH-ის ნორმალური საზღვრებია 0.4-4.0 mUI/L. TSH-ის მაჩვენებელი 4.0-სა და 10.0 mUI/L შორის ნორმალური FT3 და FT4-ით განიხილება როგორც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის ღრმა დაავადების განვითარების რისკი.
თიროქსილი 4.0 მიო-ინოზიტოლისა და სელენის წყალობით, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში დღის ნებისმიერ დროს.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შემცვლელად. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. სპეციფიური სუნი არ მიანიშნებს პროდუქტის არავარგისიანობას, იგი ტიპიურია L-სელენომეთიონინის ორგანოლეპტიური თვისებებისთვის.
სხვა პროდუქტები
-
დავი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (300 მგ), მაგნიუმი (225 მგ) და ვიტამინი B6 (1,3 მგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია…
-
ჰიალოგინი ვაგინალური სანთელი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი…
-
ქსიმინალი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): თითოეული 1 გ-იანი ვაგინალური სანთელი შეიცავს: 2,00 მგ. მიო-ინოზიტოლს; 998.00 მგ. ნახევრად სინთეზურ გლიცერიდებს. მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma…
-
ანდროზიტოლი პლუსი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (1000 მგ), N-აცეტილცისტეინი (600 მგ), E ვიტამინი (30 მგ), L- კარნიტინი (30 მგ), L-არგინინი (30 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი…




