თიროქსილი 4.0
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (600 მგ) და სელენი (83 მკგ).
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
თიროქსილი 4.0 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლსა და სელენს, განკუთვნილია საკვებიდან მათი შემცირებული მიღების ან გაძლიერებული ხარჯვის შემთხვევაში. იგი სპეციალურად განკუთვნილია მსუბუქი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც პრეპარატებით მკურნალობა ჯერ კიდევ არ იწყება.
რა არის მიო-ინოზიტოლისა და სელენის ფიზიოლოგიური ფუნქცია?
სელენი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ლიტერატურული მონაცემები აჩვენებს, რომ სელენი სელენოპროტეინის კოფაქტორია, ჩართულია თიროიდულ ჰომეოსტაზში, იმუნური სისტემის მოდულაციაში, ჰორმონალურ ბალანსში, უჯრედის დაცვაში. სელენის დეფიციტი შეიძლება გახდეს თიროიდული დაავადების მიზეზი.
მიო-ინოზიტოლი არის უჯრედის ფოსფოლიპიდების შემადგენელი ნაწილი და მისი მთავარი ბიოლოგიური როლი არის ის, რომ მონაწილეობს მრავალი ჰორმონის სიგნალის გადაცემაში. მაგ: ინსულინი, FSH და TSH. ფარისებრ ჯირკვალში მიო-ინოზიტოლი ჩართულია TSH-ით ინდუცირებულ იოდის ორგანიფიკაციაში.
გამოყენების რეკომენდაცია: პოპულაციის მიმოხილვამ (წყარო-NHANES III) აჩვენა, რომ TSH-ის ნორმალური საზღვრებია 0.4-4.0 mUI/L. TSH-ის მაჩვენებელი 4.0-სა და 10.0 mUI/L შორის ნორმალური FT3 და FT4-ით განიხილება როგორც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის ღრმა დაავადების განვითარების რისკი.
თიროქსილი 4.0 მიო-ინოზიტოლისა და სელენის წყალობით, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში დღის ნებისმიერ დროს.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შემცვლელად. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. სპეციფიური სუნი არ მიანიშნებს პროდუქტის არავარგისიანობას, იგი ტიპიურია L-სელენომეთიონინის ორგანოლეპტიური თვისებებისთვის.
სხვა პროდუქტები
-
ინოფოლიკი® pHD
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) დიოსკორეა (Dioscorea villosa L.) – 300 მგ. აქედან 10% დიოსგენინი (Diosgenin) – 60 მგ. ალფა-ლაქტალბუმინი –…
-
დავი HA
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიალურონის მჟავა (100 მგ), ალფა-ლიპოის მჟავა (50 მგ), მაგნიუმი (225 მგ), ვიტამინი B6 (1.3 მგ), ვიტამინი D (1000 სე). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია…
-
ბიგუანელა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გინეკოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პოლიჰექსამეთილენის ბიგუანიდის ჰიდროქლორიდი (PHMB) მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: ხსნარი 100 მლ-იან ფლაკონში გაცემის რეჟიმი: III…
-
დავი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (300 მგ), მაგნიუმი (225 მგ) და ვიტამინი B6 (1,3 მგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია…




