ბიგუანელა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გინეკოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პოლიჰექსამეთილენის ბიგუანიდის ჰიდროქლორიდი (PHMB)
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ხსნარი 100 მლ-იან ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ბიგუანელა
ანტისეპტიკური, იზოტონური გინეკოლოგიური ხსნარი, pH 4.0
თვისებები
ბიგუანელას (Biguanelle) გამოყენება ხელს უწყობს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას ტრავმული მკურნალობის დროსაც კი. ბიგუანელას გამოყენება ვაგინალური დაავადებების მკურნალობის დროს ან ფიზიკალური მკურნალობის შემდეგ, ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას. პროდუქტი დაცულია პოლიჰექსანიდით (PHMB), ყველა სახის ლორწოვან გარსზე კარგად თავსებადი კათიონური ზედაპირით.
ჩვენებები
ნებისმიერი წარმოშობისა და ბუნების ვულვოვაგინიტისა და ცერვიკოვაგინიტის მკურნალობა ვაგინალური გარემოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენით და შენარჩუნებით. გამოიყენება ფიზიკალური მეთოდების (DTC, ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია) შემდეგ რეეპითელიზაციის პროცესების დასაჩქარებლად, უზრუნველყოფს რა დამცავ და ბარიერულ ეფექტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება), თუმცა თანმხლები ცვლილებების გარეშე, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეცვლას. შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რაც სავარაუდოა, რომ გამოწვეული იყოს პროდუქტის გამოყენებით.
შეუთავსებლობა/ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან, ნივთიერებებთან ან მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.
დოზა და გამოყენების წესი
საკმარისია ერთჯერადი გამოყენება, რომელიც ექიმის რეკომენდაციის მიხედვით შეიძლება განმეორდეს 4 დღის შემდეგ.
გამოყენების ინსტრუქცია
1. მოხსენით საგარანტიო და საფარი ლუქი;

2. ამოიღეთ კანულა დამცავი შეფუთვიდან, ჩაამაგრეთ ბოთლში, ვიდრე არ დარწმუნდებით მის სტაბილურ პოზიციამდე;

- მოძებნეთ სასურველი პოზა, რომ ხსნარმა შეძლოს მოქმედება;
- ფრთხილად შეიტანეთ კანულის ნახევარი ვაგინალურ არხში;
- გამოტუმბეთ ფლაკონი სრულ დაცლამდე. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა იმოქმედოს. ასევე მიჰყევით მკურნალი ექიმის ნებისმიერ მითითებას.
გაფრთხილება
გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ და ერთჯერადი დოზის კონტეინერი გადააგდეთ დარჩენილ შიგთავსთან ერთად. ადგილობრივი გამოყენების ყველა პროდუქტის, განსაკუთრებით კი ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პროდუქტის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ვაგინალური გზით.
ნორმალური გამოყენების პირობებში ჭარბი დოზირების ზიანი არ დაფიქსირებულა. ორსულობის დროს პროდუქტის გამოყენება უნდა შეფასდეს ექიმის კონსულტაციით.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ალერგიული ხართ ერთ რომელიმე კომპონენტზე.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ შეფუთვა გაუხსნელი არ არის.
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.
არ გადაყლაპოთ.
ნებისმიერი სერიოზული მოვლენის შესახებ, რომელიც აღინიშნა სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით, შეატყობინეთ მწარმოებელს და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
შენახვის სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (≤250C) სინათლისაგან დაცულ და სითბოს წყაროსგან მოშორებით.
სხვა პროდუქტები
დელფისი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): D ვიტამინი (25 მკგ), მწვანე ჩაის ექსტრაქტი (333,35 მგ), ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG) (150 მგ) და ვიტამინი B6 (5…
ინდონალი პარტნერი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ინდოლ-3-კარბინოლი (150 მგ) და რესვერატროლი (100 მგ). მწარმოებელი კომპანია: SYNERGIA Pharmaceuticals მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთი გამოშვების ფორმა: კაფსულა #90 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი…
ეუმასტოსი გელი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბოსველია სერატა, ბეტაინი, მიო-ინოზიტოლი. მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: საშეტი #30 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ინოფოლიკი HP
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (2000 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (50 მკგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების…





