ბიგუანელა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიდროქსიეთილცელულოზა (0,60 გრ.), რძემჟავა (0,20 გრ.), გლიცეროლი (2,00 გრ.), კალიუმის ქლორიდი (0,15 გრ.), ნატრიუმის ედეტატი (0,10 გრ.), პოლიჰექსამეთილენ ბიგუანიდის ჰიდროქლორიდი (PHMB) (0,10 გრ.), გამოხდილი წყალი (100 მლ-მდე).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გინეკოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ხსნარი 100 მლ-იან ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ბიგუანელა
ანტისეპტიკური, იზოტონური გინეკოლოგიური ხსნარი, pH 4.0
თვისებები
ბიგუანელას (Biguanelle) გამოყენება ხელს უწყობს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას ტრავმული მკურნალობის დროსაც კი. ბიგუანელას გამოყენება ვაგინალური დაავადებების მკურნალობის დროს ან ფიზიკალური მკურნალობის შემდეგ, ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას. პროდუქტი დაცულია პოლიჰექსანიდით (PHMB), ყველა სახის ლორწოვან გარსზე კარგად თავსებადი კათიონური სურფაქტანტით.
ჩვენებები
ნებისმიერი წარმოშობისა და ბუნების ვულვოვაგინიტისა და ცერვიკოვაგინიტის მკურნალობა ვაგინალური გარემოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენით და შენარჩუნებით. ის დამხმარე საშუალებაა ფიზიკალური მეთოდების (DTC, ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია) შემდეგ რეეპითელიზაციის პროცესებში, უზრუნველყოფს რა დამცავ და ბარიერულ ეფექტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება), თუმცა, რაიმე თანმხლები ცვლილებების გარეშე, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეცვლას. შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რაც სავარაუდოა, რომ გამოწვეული იყოს პროდუქტის გამოყენებით.
შეუთავსებლობა/ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან, ნივთიერებებთან ან მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.
დოზა და გამოყენების წესი
საკმარისია ერთჯერადი გამოყენება, რომელიც ექიმის რეკომენდაციის მიხედვით შეიძლება განმეორდეს 4 დღის შემდეგ.
გამოყენების ინსტრუქცია
1. მოხსენით საგარანტიო და საფარი ლუქი გვერდულად დაჭერით;
2. ამოიღეთ კანულა მისი დამცავი შეფუთვიდან, ჩასვით ბოთლში, ვიდრე არ დარწმუნდებით მის სტაბილურ პოზიციონირებამდე;
3. მოძებნეთ სასურველი პოზა, რომ ხსნარმა შეძლოს თავისი მოქმედების შესრულება;
4. ფრთხილად შეიტანეთ კანულის ნახევარი ვაგინალურ არხში;
5. გამოტუმბეთ ფლაკონი სრულ დაცლამდე. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა იმოქმედოს. ასევე მიჰყევით მკურნალი ექიმის ნებისმიერ მითითებას.
გაფრთხილება
გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ და ერთჯერადი დოზის კონტეინერი გადააგდეთ დარჩენილ შიგთავსთან ერთად. ადგილობრივი გამოყენების ყველა პროდუქტის, განსაკუთრებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პროდუქტის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ვაგინალური გზით.
ნორმალური გამოყენების პირობებში ჭარბი დოზირების შედეგად ზიანი არ დაფიქსირებულა. ორსულობის დროს პროდუქტის გამოყენება უნდა შეფასდეს ექიმის კონსულტაციით.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ალერგიული ხართ ერთ რომელიმე კომპონენტზე.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ შეფუთვა გაუხსნელი არ არის.
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.
არ გადაყლაპოთ.
ნებისმიერი სერიოზული მოვლენის შესახებ, რომელიც აღინიშნა სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით, შეატყობინეთ მწარმოებელს და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
შენახვის სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (≤250C) სინათლისაგან დაცულ და სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შეფუთვა
100 მლ-იანი 1 ფლაკონი ვაგინალური კანულით.
მწარმოებელი: LO.LI. Pharma International. იტალია
Related Products
ბიოსტერონი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) (25 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები პერორალური გამოყენებისათვის მწარმოებელი კომპანია: Lek-am მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი გამოშვების ფორმა: 25…
დელფისი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): D ვიტამინი (25 მკგ), მწვანე ჩაის ექსტრაქტი (333,35 მგ), ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG) (150 მგ) და ვიტამინი B6 (5 მგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:…
ინოფოლიკი კომბი HP
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (550 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (14,1 მგ) D-ქირო-ინოზიტოლი (13,8 მგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია:…
დავი ვაგინალური კაფსულა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (10 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე…