დავი ვაგინალური კაფსულა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (10 მგ)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ანტიოქსიდანტური პრეპარატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ვაგინალური კაფსულა #6
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
DAV® ვაგინალური კაფსულები
შემადგენლობა: თითოეული 400 მგ–იანი ვაგინალური კაფსულა შეიცავს: ალფა–ლიპოის მჟავა,
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.
კუთვნილი კატეგორია: სამედიცინო დანიშნულების (Medical Device)
თვისებები: DAV® ვაგინალური კაფსულები შეიცავს ალფა ლიპოის მჟავას, ენდოგენურ ცხიმოვან მჟავას ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელსაც ანთებითი პროცესების დროს შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი უჯრედგარე დონეზე. ეს პროცესები პასუხისმგებელია უჯრედგარე მატრიქსის ალტერაციაზე და იწვევს ქსოვილების ცვლილებას. DAV® ვაგინალური კაფსულები ამავდროულად ახდენს ამ ეფექტის ნორმალიზებას, ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ქსოვილების ცვლილებას.
ფარმაცევტული ფორმა: ვაგინალური კაფსულები.
კლინიკური ინფორმაცია
ორსულობის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას საშვილოსნოს რითმული და პროგრესული შეკუმშვების გამოვლენით, რომელიც ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის დამოკლებასთან და დილატაციასთან. ეს ცვლილებები ხდება ანთებითი პროცესების შედეგად, რომლებიც უკავშირდება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედგარე მატრიქსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ მიზეზით, აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში, შესაბამის ტოკოლიზურ მკურნალობასთან კავშირში ასევე უნდა ხდებოდეს საშვილოსნოს ყელის მორფოლოგიურ ცვლილებებზე მოქმედება.
გამოყენების რეკომენდაცია: საშვილოსნოს ყელის მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური პროცესებით. დამხმარე პროდუქტი ნორმალური ვაგინალური ტროპიზმის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: დღემდე არაა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, თუ ეჭვობთ რომ გამოწვეულია პრეპარატის გამოყენების შედეგად.
შეუთავსებლობა:
დღემდე არაა გამოვლენილი შეუთავსებლობა.
მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები:
მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან მიმართებაში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები.
დოზა და მიღების წესი:
ღრმად შეიყვანეთ კაფსულა ვაგინაში დღეში ერთჯერ (საღამოს დაწოლამდე) 6 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ექიმის შეხედულებისამებრ.
გაფრთხილება:
გამოყენებისას, განსაკუთრებით გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივი გამოყენების ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მოვლენები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის დასადგენად. ქავილისა და წვის შეგრძნება გენიტალურ დონეზე უნდა განიხილებოდეს ფიზიოლოგიურად და დაკავშირებულია ლიპოიდური მჟავის ბუნებასთან. სპეციალური გინეკოლოგიური გამოკვლევების ან მკურნალობის შემთხვევაში, შეაჩერეთ პრეპარატის მიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ შეფუთვა არ არის გაუხსნელი. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.
შენახვის სპეციალური ზომები:
შეინახეთ 0-დან 250C ტემპერტურამდე, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას.
შეფუთვა:
400 მგ-იანი 6 ვაგინალური კაფსულა
მწარმოებელი: LO.LI. Pharma International. იტალია
Related Products
ინოფოლიკი კომბი HP
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (550 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (14,1 მგ) D-ქირო-ინოზიტოლი (13,8 მგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია:…
ინოფოლიკი HP
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (2000 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (50 მკგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International…
ეუმასტოსი გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბოსველია სერატა, ბეტაინი, მიო-ინოზიტოლი კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: საშეტი #30 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი…
დავი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (300 მგ), მაგნიუმი (225 მგ) და ვიტამინი B6 (1,3 მგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma…