ინდონალი პარტნერი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ინდოლ-3-კარბინოლი (150 მგ) და რესვერატროლი (100 მგ).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: SYNERGIA Pharmaceuticals
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულა #90
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ინდონალ პარტნერი: 90 კაფსულა. საკვები დანამატი ქალებისა და მამაკაცებისათვის. რომელიც შეიცავს ინდოლ-3-კარბინოლს 150 მგ და რესვერატროლს 100 მგ.
ინფორმაცია: საკვები დანამატი. ერთი კაფსულა შეიცავს 150 მგ ინდოლ-3-კარბინოლს და 100 მგ რესვერატროლს. ნატურალური პროდუქტი. განკუთვნილია ქალებისა და მამაკაცებისათვის ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას, იცავს ორგანიზმს უკონტროლო პროლიფერაციული პროცესების განვითარებისაგან, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
1 კაფსულა შეიცავს:
- ინდოლ-3-კარბინოლი – 150 მგ
- რესვერატროლი (20%) -100 მგ
- სიმინდის სახამებელი – 20 მგ
კაფსულა: ჟელატინი
თვისებები: ინდოლ-3-კარბინოლი მიღებულია მსუბუქი ექსტრაქციით ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეებისგან (მაგ: კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო). რესვერატროლი არის ფლავინოიდი, გამდიდრებული ცხიმოვანი მჟავებით და ფიტოსტეროლით.
რეკომენდირებული დოზა: 1-2 კაფსულა დღეში 3 თვის განმავლობაში, კაფსულა მიიღება კვების შემდეგ.
გაფრთხილება: არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის შემცვლელი. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს თითოეულ შემადგენელ კომპონენტზე ინდივიდუალური აუტანლობა, ასევე პირებისათვის, ვინც იღებს კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებს.
გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობეთ ექიმს.
შეინახეთ მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას 10-25 გრადუსამდე
მწარმოებელი: SYNERGIA Pharmaceuticals. სლოვაკეთი
Related Products
თიროქსილი 4.0
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (600 მგ) და სელენი (83 მკგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების…
დავი ვაგინალური კაფსულა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (10 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე…
ჰიალოგინი ვაგინალური გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Hydeal-D 0.2% (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში…
ბიოსტერონი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) (25 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები პერორალური გამოყენებისათვის მწარმოებელი კომპანია: Lek-am მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი გამოშვების ფორმა: 25…