თიროქსილი 0.4
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L- კარნიტინი (500 მგ) და სელენი (83 მკგ).
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
თიროქსილი 0.4 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს L- კარნიტინსა და სელენს, გამოიყენება საკვებიდან მათი შემცირებული მიღების ან მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში.
რა ფიზიოლოგიური როლი აქვს L-კარნიტინსა და სელენს?
L-კარნიტინი არის ორგანიზმში წარმოებული ბუნებრივად გამოყოფილი ამინომჟავა. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ L-კარნიტინი მოქმედებს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოდულატორი პერიფერიულ დონეზე, რაც ხელს უწყობს ჰორმონალური და მეტაბოლური ბალანსის აღდგენას.
სელენი არის ძირითადი ოლიგოელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიტერატურულმა კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც სხვადასხვა სელენოპროტეინების კოფაქტორი, სელენი ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის ჰომეოსტაზში, იმუნური სისტემის მოდულაციაში, ჰორმონალური ბალანსისა და უჯრედის დაცვაში. აქედან გამომდინარე, მისი დეფიციტი შეიძლება აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების დროს.
რა სარგებელი აქვს L-კარნიტინისა და სელენის კომბინაციას?
მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა გამოკვლევებმა (მათ შორის NHANES III კვლევამ) აჩვენა, რომ TSH -ის ნორმის დიაპაზონი უნდა იყოს 0,4 – 4.0 mUl/l.
TSH-ის მაჩვენელი 0.1-დან 0.4 mIU/L-მდე, FT3 და FT4 ნორმალური მაჩვენებლებით განსაზღვრავს მდგომარეობას, სახელწოდებით სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ღრმა დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. ბოლო დროინდელმა ლიტერატურულმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ აუმჯობესებს L-კარნიტინისა და სელენის კომბინაცია TSH 0.1-დან 0.4 mIU/L-მდე დონესთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა პალპიტაცია, ტრემორი და ნევროტულობა, რითაც იგი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
როგორ მიიღება თიროქსილი 0.4?
რეკომენდებულია დღეში ერთი ტაბლეტის მიღება
გაფრთხილება
შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. დანამატები არ განეკუთვნება მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამნაცვლებელს. შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ეხება პროდუქტის სათანადოდ შენახვას გაუხსნელ შეფუთვაში. დამახასიათებელი სუნის შესაძლო არსებობა არ მიუთითებს პროდუქტის ცვლილებებზე, ტიპიურია L-სელენომეთიონინის ორგანოლეპტიკური თვისებებისთვის.
სხვა პროდუქტები
დელფისი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): D ვიტამინი (25 მკგ), მწვანე ჩაის ექსტრაქტი (333,35 მგ), ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG) (150 მგ) და ვიტამინი B6 (5…
ინდონალი პარტნერი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ინდოლ-3-კარბინოლი (150 მგ) და რესვერატროლი (100 მგ). მწარმოებელი კომპანია: SYNERGIA Pharmaceuticals მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთი გამოშვების ფორმა: კაფსულა #90 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი…
ანდროზიტოლი პლუსი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (1000 მგ), N-აცეტილცისტეინი (600 მგ), E ვიტამინი (30 მგ), L- კარნიტინი (30 მგ), L-არგინინი (30 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი…
ბიოსტერონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სტეროიდები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) (25 მგ) მწარმოებელი კომპანია: Lek-am მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი გამოშვების ფორმა: 25 მგ ტაბლეტი #60 გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)





