ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი 10 ძირითადი მიზეზი
ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი 10 ძირითადი მიზეზი
რა არის ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
ვაგინალური სიმშრალე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ქალებში, რომელიც აღენიშნება 18-50 წლის ქალების დაახლოებით 17%, ხოლო 51 წელს გადაცილებული ქალების ნახევარზე მეტს მენოპაუზის ან მის წინა პერიოდში.
ესტროგენის დაბალი დონე ვაგინალური სიმშრალის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. მენოპაუზა, ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება გავლენას ახდენს ამ ჰორმონზე. თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. განვიხილოთ ვაგინალური სიმშრალის გამომწყველი 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
- პერიმენოპაუზა და მენოპაუზა
ამ პერიოდში ორგანიზმი ნაკლებ ესტროგენს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც ვაგინალური ქსოვილი ხდება უფრო მშრალი და თხელი. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც ვაგინალური ატროფია და მენოპაუზის შემდეგ ქალების 50%-ზე მეტს აწუხებს
- მშობიარობა, ძუძუთი კვება.
ეს მდგომარეობა დროებითია და ჰორმონებთან არის დაკავშირებული. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ლუბრიკანტები. - ჰორმონული კონტრაცეფცია
ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება შეამციროს ბუნებრივი სეკრეცია, რადგან ისინი ცვლიან ორგანიზმის ბუნებრივ ჰორმონულ ბალანსს. - ანტიდეპრესანტები
განსაკუთრებით SSRIs შეიძლება გავლენას ახდენდეს ნერვულ სისტემაზე და შეამციროს ვაგინალური ტენიანობა. - ჰისტერექტომია
ოპერაციის დროს შესაძლოა მოიხსნას ქსოვილები, რომლებიც პასუხისმგებელია სეკრეციაზე, რაც იწვევს სიმშრალეს. - ქიმიოთერაპია
შეიძლება გამოიწვიოს „მედიკამენტური მენოპაუზა“ და გავლენა მოახდინოს ჰორმონების გამომუშავებაზე. - ზედმეტი ჰიგიენა
ვაგინის ხშირი გამორეცხვა ან აგრესიული საშუალებების გამოყენება არღვევს ბუნებრივ ბალანსს და იწვევს სიმშრალეს. - შეგრენის სინდრომი
აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ამცირებს სეკრეციას და იწვევს სიმშრალეს სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის ვაგინაში. - დიაბეტი
მაღალმა შაქარმა შეიძლება დააზიანოს ნერვები და სისხლძარღვები, რაც გავლენას ახდენს სეკრეციაზე. - ანტიჰისტამინები
ამ პრეპარატებმა შეიძლება შეამციროს ლორწოვანი გარსის ტენიანობა, მათ შორის ვაგინაში.
როდის არის საჭირო ექიმთან მისვლა?
არ უნდა იყოს უგულებელყოფილი:
- წვა, ქავილი და დისკომფორტი.
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
- განმეორებადი შარდსასქესო ინფექციები
- ხშირი სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები
- უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა
ინოთიმი გისურვებთ ჯანმრთელობას.

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:
[wp_blog_designer id=”8″]

