რა არის ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
ვაგინალური სიმშრალე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ქალებში, რომელიც აღენიშნება 18-50 წლის ქალების დაახლოებით 17%, ხოლო 51 წელს გადაცილებული ქალების ნახევარზე მეტს მენოპაუზის ან მის წინა პერიოდში.
ესტროგენის დაბალი დონე ვაგინალური სიმშრალის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. მენოპაუზა, ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება გავლენას ახდენს ამ ჰორმონზე. თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. განვიხილოთ ვაგინალური სიმშრალის გამომწყველი 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
პერიმენოპაუზადამენოპაუზა ამ პერიოდში ორგანიზმი ნაკლებ ესტროგენს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც ვაგინალური ქსოვილი ხდება უფრო მშრალი და თხელი. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც ვაგინალური ატროფია და მენოპაუზის შემდეგ ქალების 50%-ზე მეტს აწუხებს
მშობიარობა, ძუძუთიკვება. ეს მდგომარეობა დროებითია და ჰორმონებთან არის დაკავშირებული. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ლუბრიკანტები.
ჰორმონულიკონტრაცეფცია ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება შეამციროს ბუნებრივი სეკრეცია, რადგან ისინი ცვლიან ორგანიზმის ბუნებრივ ჰორმონულ ბალანსს.
ანტიდეპრესანტები განსაკუთრებით SSRIs შეიძლება გავლენას ახდენდეს ნერვულ სისტემაზე და შეამციროს ვაგინალური ტენიანობა.
ჰისტერექტომია ოპერაციის დროს შესაძლოა მოიხსნას ქსოვილები, რომლებიც პასუხისმგებელია სეკრეციაზე, რაც იწვევს სიმშრალეს.
ქიმიოთერაპია შეიძლება გამოიწვიოს „მედიკამენტური მენოპაუზა“ და გავლენა მოახდინოს ჰორმონების გამომუშავებაზე.
ზედმეტიჰიგიენა ვაგინის ხშირი გამორეცხვა ან აგრესიული საშუალებების გამოყენება არღვევს ბუნებრივ ბალანსს და იწვევს სიმშრალეს.
შეგრენისსინდრომი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ამცირებს სეკრეციას და იწვევს სიმშრალეს სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის ვაგინაში.
დიაბეტი მაღალმა შაქარმა შეიძლება დააზიანოს ნერვები და სისხლძარღვები, რაც გავლენას ახდენს სეკრეციაზე.
ანტიჰისტამინები ამ პრეპარატებმა შეიძლება შეამციროს ლორწოვანი გარსის ტენიანობა, მათ შორის ვაგინაში.
„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,