სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ორსულებში
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ორსულებში – აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ,,ჰერა 2011’’-ის სამეანო განყოფილების გამგე თამარ გელაძე.
- რა არის სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და რამდენად ხშირია ის ორსულებში?
- რა იწვევს ჰიპოთირეოზს ორსულობისას?
- რა კლინიკური მახასიათებლები აქვს ჰიპოთირეოზს ორსულებში?
- აუცილებელია თუ არა, ყველა ქალმა ორსულობის დადგენისთანავე მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება?
- რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნაყოფისა და დედის მხრივ მკურნალობის გარეშე დატოვებულ ჰიპოთირეოზს?
- რას გვეტყვით ჰიპოთირეოზის მართვის თანამედროვე მიდგომებზე ორსულებში?
1. ქალბატონო თამარ, რა არის სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და რამდენად ხშირია ის ორსულებში?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების საწყის ეტაპს წარმოადგენს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. უნდა აღინიშნოს, რომ ორსულობის დროს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ხშირია, განსაკუთრებით იმ ორსულებში, რომლებიც ცხოვრობენ იოდის დეფიციტის არეალში.
2. რა იწვევს ჰიპოთირეოზს ორსულობისას?
ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად არის აუტოიმუნური დარღვევა, ანუ ჰაშიმოტოს თირეოდიტი, როდესაც იმუნური სისტემა საკუთარი ორგანოს წინააღმდეგ იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ცვლის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
ორსულობა არის მდგომარეობა, რა დროსაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ბევრი ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილება, მათ შორის ფარისებრ ჯირკვალთან მიმართებაშიც. ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას მომატებულია მეტაბოლური ცვლა, რაც ცვლის თიროიდულ ფუნქციას.
3. რა კლინიკური მახასიათებლები აქვს ჰიპოთირეოზს ორსულებში?
ჰიპოთირეოზი ორსულებში ხასიათდება იგივე კლინიკური ნიშნებით, როგორც არაორსულებში: დაღლილობა, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა, წონაში მომატება… თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპოთირეოზის ადრეულ ეტაპზე – სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს ორსულს შესაძლოა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს.
4. აუცილებელია თუ არა, ყველა ქალმა ორსულობის დადგენისთანავე მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება?
ორსულობის დადგენისთანავე, ორსულმა პირველ ტრიმესტრში აუცილებელია გაიკეთოს TSH-ის შემოწმება. განსაკუთრებით იმ ორსულებისთვის არის აუცილებელი, რომლებიც ცხოვრობენ საშუალო ან მძიმე იოდის ნაკლებობის არეალში, აღენიშნებათ ჰიპოთირეოზის ნიშნები, ოჯახური ანამნეზი, აუტოიმუნური ანტისხეულები (anti TPO/anti Tg) დადებითი, 30 წლის ზევით ორსულები, ტიპი 1 დიაბეტი, ანამნეზში: თავისა და კისრის დასხივება, სპონტანური აბორტი და ნაადრევი მშობიარობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევა.
5. რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნაყოფისა და დედის მხრივ მკურნალობის გარეშე დატოვებულ ჰიპოთირეოზს?
ასეთ შემთხვევებში ორსულობისას მომატებულია რისკი მძიმე პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის, პლაცენტის აცლის, ახალშობილის რესპირატორული დისტრეს სინდრომის, ორსულობის შეწყვეტის, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრის და ნეონატალური სიკვდილიანობის.
6. რას გვეტყვით ჰიპოთირეოზის მართვის თანამედროვე მიდგომებზე ორსულებში?
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მართვა ორსულებში განისაზღვრება TSH-ის დონის მიხედვით. პროტოკოლის მიხედვით, პირველ ტრიმესტრში TSH <2,5 μIU/L უნდა იყოს და ასეთ დროს მკურნალობა არ ინიშნება, მაგრამ თუ TSH 2,5 μIU/L -ზე მეტია ინიშნება მკურნალობა.
ბოლო წლებია ქართულ ბაზარზე არსებობს იტალიური ბრენდული პრეპარატი თიროქსილი 4.0, რომელიც არის არაჰორმონალური საშუალება. მის შემადგენლობაში შედის მიო-ინოზიტოლი და სელენი, რომელთა სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულირებას. მიო-ინოზიტოლის როლი მრავალმხრივია. იგი, როგორც მეორადი მესენჯერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ჰორმონის სასიგნალო სისტემაში და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენას. მიო-ინოზიტოლი ხელს უწყობს TSH-ის დონის შემცირებას და სელენი, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი აწესრიგებს აუტოანტისხეულების ტიტრს (anti Tg და anti TPO ). ამასთან, თიროქსილი 4.0-ის მიღების უსაფრთხოება ორსულებში დადასტურებულია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიაში, ისე ჰორმონთან ერთად კომბინაციაში.
ყველა შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების შერჩევას და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყების საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი TSH-ის მატების ტენდენციიდან გამომდინარე.