ფარმაცევტული კომპანია

ინოფოლიკი® phD

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიოსკორეა (Dioscorea villosa L.) 300 მგ. – აქედან 10% დიოსგენინი (Diosgenin) – (60 მგ.) ალფა-ლაქტალბუმინი – (50 მგ.) ვიტამინი D – (25 მკგ.)
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კატეგორია:

ინოფოლიკი® pHD არის საკვები დანამატი დიოსგენინის, ალფა-ლაქტალბუმინის და D ვიტამინის შემცველობით, რომელიც სასარგებლოა მის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებების დამატებითი წილის უზრუნველსაყოფად, საკვებიდან შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) არის ენდოკრინოლოგიური და ხშირად მეტაბოლური პათოლოგია, რომელიც გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ისეთი გამოვლინებების არსებობის ან არარსებობის მიხედვით, როგორიცაა ოლიგო/ანოვულაცია, ჰიპერანდროგენიზმი და საკვერცხის ცისტები, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) დიაგნოსტირებისას შესაძლოა გამოიკვეთოს ოთხი ფენოტიპი: A, B, C, D. D ფენოტიპის მქონე პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს ახასიათებთ პოლიკისტოზური საკვერცხეები და ოლიგო/ანოვულაცია, მაშინ როდესაც ჰიპერანდროგენიზმის ნიშნები არ არის. კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს D ფენოტიპით ახასიათებთ ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილება. ბოლოდროინდელმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, თუ როგორ ერთვება ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის ტიპი 1-ის (IGF-1) ჭარბი წარმოება ფოლიკულის მომწიფების ცვლილებაში და როგორ ამცირებს პროგესტერონის არასაკმარისი დონე IGF-შემაკავშირებელი ცილა-1-ის (IGFBP-1) ექსპრესიას, რითაც ფერხდება ფოლიკულების სწორი მომწიფება, რასაც თან ახლავს საკვერცხის ცისტების წარმოქმნა.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს დიოსგენინი?

დიოსგენინი არის Dioscorea villosa-ს, ასევე ცნობილია როგორც ველური იამი (Wild Yam), ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური ინგრედიენტი, რომელიც Dioscoreaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება. სამეცნიერო კვლევები ხაზს უსვამს მის როლს სხვადასხვა ჰორმონებზე სხეულის პასუხის მართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა პროგესტერონი და ესტროგენი. ამ ორივე ჰორმონის მოქმედება იცვლება D ფენოტიპის მქონე პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში, სადაც ესტროგენების ჭარბმა წარმოებამ შეიძლება შეცვალოს ფიზიოლოგიური ოვულაციური პროცესი და მენსტრუალური ციკლი. Dioscorea villosa-ს დამატება შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც დამხმარე საშუალება D ფენოტიპის მქონე ქალებისთვის.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ალფა-ლაქტალბუმინი?

ალფა-ლაქტალბუმინი არის შრატის პროტეინი. რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალფა-ლაქტალბუმინი თავისი პრებიოტიკური ეფექტის წყალობით ნაწლავის მიკრობიოტის ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობაში, რომელიც ხშირად იცვლება PCOS-ს მქონე ქალებში; გარდა ამისა, მას შეუძლია გააუმჯობესოს ზოგიერთი ნივთიერების ნაწლავური შეწოვა. ეს თვისება ფუნდამენტურია D ვიტამინთან კომბინაციისას, რამდენადაც მოქმედებს როგორც გადამტანი, რაც აუმჯობესებს მის შეწოვას.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ვიტამინი D?

ვიტამინი D მთავარ როლს თამაშობს ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაში, ხელს უწყობს საკვერცხის ციკლის ლუთეალურ ფაზას. სხვადასხვა სამეცნიერო მტკიცებულებამ აჩვენა, რომ D ვიტამინს შეუძლია შეცვალოს ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მგრძნობელობა, რაც ხელს უწყობს გრანულოზა უჯრედების ლუთეინიზაციის პროცესს, რაც შეცვლილია საკვერცხეების პოლიკისტოზის D ფენოტიპის მქონე ქალებში. ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროგესტერონის გამომუშავებასა და გამოყოფაში. კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა დადებითი კორელაცია პროგესტერონის დონესა და ფოლიკულების სწორ განვითარებასა და მომწიფებას შორის. ვიტამინი D მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორ მიიღება ინოფოლიკი® phD?
რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტის მიღება

ინოფოლიკი® phD-ს შემადგენლობა:
დიოსკორეა (Dioscorea villosa L.) რიზომის ექსტრაქტი 20% დიოსგენინით; ალფა-ლაქტალბუმინი და ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი). ინგრედიენტების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ინფორმაცია ეტიკეტზე.

ინოფოლიკი® phD-ს შეფუთვა:
30 ტაბლეტი

გაფრთხილება:
საკვები დანამატი არ არის გათვალისწინებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამი წლის ასაკს ქვემოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ გრილ, მშრალ და  სინათლისგან დაცულ ადგილას. შეიცავს რძის პროტეინებს.  მინიმალური შენახვის ვადა ეხება პროდუქტის სწორად შენახვას, გაუხსნელ შეფუთვაში.