დავი HA
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიალურონის მჟავა (100 მგ), ალფა-ლიპოის მჟავა (50 მგ), მაგნიუმი (225 მგ), ვიტამინი B6 (1.3 მგ), ვიტამინი D (1000 სე).
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს დავი HA–ში არსებული კომპონენტები?
ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი პოლიმერი, რომელიც მიეკუთვნება გლიკოზამინოგლიკანების (GAGs) ჯგუფს, პოლიმერები შედგება განმეორებითი დისაქარიდის ერთეულებისგან, რომლებიც აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული მთლიანობისთვის. ჰიალურონის მჟავა არის საყოველთაოდ ცნობილი გლიკოზამინოგლიკანი, გააჩნია უნივერსალური გავრცელება და მისი ფიზიოლოგიური მოქმედებები ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში. რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ჰიალურონის მჟავა, რომლის დონეც მაღალია საშვილოსნოს ყელში, ფუნდამენტურ როლს ასრულებს ფიზიოლოგიური ორსულობის შენარჩუნებაში.
ალფა-ლიპოის მჟავა, რომელსაც ასევე თიოქტის მჟავას უწოდებენ, არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ფიზიოლოგიურად წარმოიქმნება ორგანიზმში და გვხვდება ბევრ საკვებში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვების აუტანლობისა და არაადექვატური კვების რეჟიმის გამო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიზიოლოგიური ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (მაგალითად გლუტათიონის) აღდგენას. სამეანო სფეროში, α-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტური მოქმედება სასარგებლოა საშვილოსნოს გაძლიერებულ შეკუმშვებთან დაკავშირებული ოქსიდაციური (ჟანგვითი) პროცესების საწინააღმდეგოდ.
მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტების ბალანსს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა შემცირებას, ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას, ფსიქოლოგიური ფუნქციის, ძვალ-სახსროვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B6 (ან პირიდოქსინი) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც გვხვდება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვებში. ორგანიზმში ის გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად, რომლებიც ფოსფორილირების შემდეგ ქმნიან ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას და მოქმედებს როგორც კოენზიმები სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებში. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ჰორმონალური აქტივობისა და ფსიქოლოგიური ფუნქციის რეგულირებას.
გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას უჯრედის შიგნით.
ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გესტაციის პერიოდში. ვიტამინი D ხელს უწყობს იმუნური სისტემის მუშაობას, რაც აუცილებელია სასურველი ორსულობისთვის. ფაქტობრივად, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა კავშირი ორსულობის დროს D ვიტამინის ადექვატურ დონესა და დედის, ნაყოფისა და ახალშობილის მხრივ დადებით გამოსავალს შორის. ვიტამინი D ხელს უწყობს კუნთების ფუნქციის შენარჩუნებას და საშვილოსნოს სიშვიდის უზრუნველყოფას.
რა დროს მიიღება დავი HA?
დავი HA არის საკვები დანამატი, რომელიც სასარგებლოა მის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებების დამატებითი წილის უზრუნველსაყოფად, დიეტით შემცირებული საკვების მიღების ან მათზე გაზრდილი საჭიროების შემთხვევაში.
მისი კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე, დავი HA შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების შენარჩუნება სამეანო – გინეკოლოგიურ კლინიკურ პრაქტიკაში.
როგორ მიიღება დავი HA?
რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტის მიღება.
გაფრთხილება
საკვები დანამატები არ არის გამიზნული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენებისას კონსულტაციისთვის მიმართ ექიმს. იშვიათ შემთხვევებში, ალფა-ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა ეხება გაუხსნელ შეფუთვაში სათანადოდ შენახულ პროდუქტს.
სხვა პროდუქტები
თიროქსილი 0.4
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L- კარნიტინი (500 მგ) და სელენი (83 მკგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი გაცემის…
ინოფოლიკი HP
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (2000 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (50 მკგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების…
დელფისი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): D ვიტამინი (25 მკგ), მწვანე ჩაის ექსტრაქტი (333,35 მგ), ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG) (150 მგ) და ვიტამინი B6 (5…
ჰიალოგინი ვაგინალური სანთელი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი…





