ფარმაცევტული კომპანია

ქსიმინალი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
თითოეული 1 გ-იანი ვაგინალური სანთელი შეიცავს: 2,00 მგ. მიო-ინოზიტოლს; 998.00 მგ. ნახევრად სინთეზურ გლიცერიდებს.
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: 3 ცალი 1 გრ. ვაგინალური სანთელი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კატეგორია:

მიო-ინოზიტოლის (MYO-INOSITOL) ვაგინალური სანთელი pH 6-ზე

შემადგენლობა
თითოეული 1 გ-იანი ვაგინალური სანთელი შეიცავს: 2,00 მგ. მიო-ინოზიტოლს; 998.00 მგ.ნახევრად სინთეზურ გლიცერიდებს

კატეგორია
ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობა

შეფუთვა  
3 ცალი 1 გრ. ვაგინალური სანთელი

ინფორმაცია

ჩასახვის  პროცესი
სათესლე სითხის მახასიათებლები, საშვილოსნოს ყელი და ვაგინალური ეკოსისტემა არის განაყოფიერების პროცესის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის. კერძოდ, მენსტრუალური ციკლის პერიოდი, საშვილოსნოს ყელის ლორწოს შეფასება, ბაზალური ტემპერატურა და ელექტრონული ჰორმონალური დეტექტორების გამოყენება არის ინდიკატორი ქალის ყველაზე ნაყოფიერი დღეების დასადგენად. მენსტრუალური ციკლი იწვევს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ცვლილებას ნაყოფიერების პერიოდის დასაწყისში (ციკლის მე-9 და მე-11 დღეებს შორის). ლორწო იცვლის თავის თვისებას, ხდება უფრო უხვი, თხევადი და წელვადი, სანამ არ მიაღწევს კულმინაციას ოვულაციის პიკზე (მე-13 – მე-15 დღე), შემდეგ კი განიცდის თანდათანობით შესუსტებას. ოვულაციის პიკის დროს, საშვილოსნოს ყელის თხევადი, გამჭვირვალე და უხვი ლორწოს არსებობის წყალობით, სპერმატოზოიდი უფრო ადვილად აღწევს კვერცხუჯრედს. ამ პირობებში სპერმა უკეთ არის დაცული ვაგინალური მჟავიანობისგან: ფაქტობრივად, საშვილოსნოს ყელის ლორწოს შედარებით ტუტე pH, იცავს სპერმას სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით.

თვისება
პროდუქტი არის მიო-ინოზიტოლზე დაფუძნებული, რომლის ადგილობრივი გამოყენება ქმნის ოპტიმალურ პირობებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის. ფაქტიურად, მიო-ინოზიტოლი ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის ლორწოს და სათესლე სითხის თხევადობის მატებას, რაც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მიგრაციას კვერცხუჯრედისკენ. მისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, მიო-ინოზიტოლი იცავს სპერმას ვაგინალურ გარემოში ბუნებრივად არსებული ჟანგბადის რეაქტიული სახეობების (ROS) მოქმედებისგან. XYMINAL®-ის შემადგენლობა ისეთია, რომ უზრუნველყოფს ოპტიმალურ pH დონეს სპერმის სიცოცხლისუნარიანობისთვის, აბალანსებს ვაგინალური მჟავიანობის ხარისხს, რომელიც პასუხისმგებელია სპერმატოზოიდის ინაქტივაციაზე.

ჩვენებები
XYMINAL® ზრდის განაყოფიერებისა და ორსულობის შანსებს სპონტანურ ან ინდუცირებულ ციკლებში, რითაც ხელს უწყობს სპერმის ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი ვაგინალური პირობების შექმნას. XYMINAL®-ის გამოყენება ზრდასრულ ქალებში, სქესობრივი კავშირის დროს ეხმარება წყვილს ჩასახვის პროცესში.

უკუჩვენებები
დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება), თუმცა არ საჭიროებს მკურნალობის შეცვლას. აცნობეთ თქვენს ექიმსა და ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რაზეც ეჭვობთ, რომ გამოწვეულია პროდუქტის გამოყენებით.

შეუთავსებლობა/ურთიერთქმედება
დღემდე არ არის ცნობილი ურთიერთქმედება სხვა მოწყობილობებთან, ნივთიერებებთან ან მედიკამენტებთან.

ზემოქმედება მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე
მანქანის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

დოზა და მიღების წესი
შეფუთვის გახსნამდე ხელები კარგად დაიბანეთ. ნაზად მოათავსეთ 1 სანთელი საშოში ყოველ მეორე დღეს (სასურველია საღამოს ძილის წინ), პერიოვულაციური პერიოდის განმავლობაში (რეგულარული 28-დღიანი ციკლის მე-11-დან მე-16 დღემდე), რომელიც განისაზღვრება ტესტური მოწყობილობების გამოყენებით და/ან საშვილოსნოს ყელის ლორწოს პირდაპირი შეფასებით.

დოზის გადაჭარბება
დღემდე არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

გაფრთხილება
ნებისმიერი პროდუქტის ადგილობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით კი ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა. პროდუქტის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ვაგინალური გზით. არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა და/ან ბუდე გაუხსნელი არ არის. შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ. ნებისმიერი სერიოზული ინციდენტის შესახებ, რომელიც ხდება სამედიცინო მოწყობილობასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა შეატყობინოთ მწარმოებელს და იმ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც თქვენ იმყოფებით.

შენახვის განსაკუთრებული ზომებ
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (≤ 25°C), სინათლისაგან მოშორებით, მშრალ და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.

განადგურება
პრეპარატის გასანადგურებლად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პირობები. გაეცანით მოქმედ ადგილობრივ რეგულაციებს.